ღონისძიებები

საახალწლო ღონისძიება  პირველ კლასში.  ჩემმა პატარებმა ძალიან
მოილხინეს. თქვეს ლექსები, იცეკვეს, იმღერეს და ბოლოს  საახალწლო
საჩუქრებიც მიიღეს.  კარნავალმა სასიამოვნოდ და ხალისიანად ჩაიარა.
  



  


დედის დღეზე მიძღვნილი ღონისძიება. "ლამაზად შვილის გამზრდელი დედა,
მიცვნია ღმერთადა". ბავშვებმა მიუძღვნეს საოცრად ლამაზი ლექსები დედიკოებს.
დავდგით პიესა "სოკოს ქვეშ". ღონისძიებაში ყველამ მიიღო  აქტიური მონაწილეო-
ბა.  ბავშვები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ თავისი გამოსვლებით.ღონისძიება სასიამოვნოდ დასრულდა.  


























საახალწლო ღონისძიება "ალილო". ბავშვებმა წაიკითხეს საახალწლო 
ლექსები, იმღერეს საახალწლო სიმღერები.  დავდგით ზღაპარი   
" ნაცარქექია". ბავშვებს მიეცათ საშუალება მაქსიმალურად გამოევლინათ
თავისი ნიჭი და შესაძლებლობები. ღონისძიება ძალიან ლამაზად  და სასია-
მოვნოდ დასრულდა.

















2018 წლის 6 მარტს ჩემს პატარებთან  ერთად ვიყავით
ელენე ახვლედიანის სახელობის- ბავშვთა სურათების გალერეაში. 
ბავშვებიც მეც და მშობლებიც, ჩვენ ყველა აღრფრთოვანებული 
დავრჩით ნანახით. ბავშვებმა დახატეს თავისი ფანტაზიით.
გალერეაში  ჩვენი ბავშვების ნახატებიც გამოფინეს.
შთაბეჭდილებების წიგნში ჩვენი შთაბეჭდილებებიც ჩავწერეთ.
დღემ ძალზედ სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაიარა.
ბავშვები ძალიან კმაყოფილნი დაბრუნდნენ სახლში.




















2016 წლის 28. მაისს- განვახორციელეთ
მიზნობრივი ექსკურსია რის შედეგადაც მოვინახულეთ და დავლაშქრეთ 
"გორის ციხე" 
ბავშვებს მივაწოდე საინტერესო ინფორმაცია ამ უძველესი ციხის შესახებ.
შემდეგ კი ვეწვიეთ და დავათვალიერეთ- "უფლისციხე" კლდეში
 ნაკვეთი უძველესი ქალაქი.
საოცრად დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით . ბავშვები უზომოდ 
 კმაყოფილნი დარჩნენ. რადგანაც ექსკურსია მათთვის-საინტერესო და 
სახალისო გამოვიდა.






































2016 წლის 21 ოქტომბერი. ჩავატარეთ ღონისძიება
"შემოდგომის ფერები".
წარმოვადგინეთ ღვინისა და ყურძნის  სახეობები და ჯიშები.
ვისაუბრეთ ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციაზე და
საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშებზე. ღონისძიება
დავასრულეთ ძალზედ სახალისო აქტივობით, ბავშვებმა თავისი
ხელით ამოავლეს ჩურჩხელები.




































ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში
ვიზიტის დროს შესრულებული: დავით ჯანდიერისა და ანაბელ 
ტეხაშვილის ნახატებმა, მოწონება და დიპლომები დაიმსახურა.



2018 წლის 7 მაისს მე და ჩემი მოსწავლეები ვიყავით:დავით
არსენიშვილის სახელობის "ხელოვნების მუზეუმში".  საინტერესო
დარბაზების დათვალიერების შემდეგ რის შედეგადაც მოსწავლეებმა
მართლაც ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს,ბავშვებს
         ასწავლეს თოჯინების გაკეთება. მოსწავლეები ნანახით   ძალიან   კმაყოფილები                          დარჩნენ  .ჩვენი კლასის ისტორიას კი კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო
           დღე შეემატა                                                                                                                                                         

                                                                                                                                                                                         






























































Комментариев нет:

Отправить комментарий